logo
ENG



კობახიძე: გიგაურისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ TI-ის PVT არ ჩაუტარებია

14 დეკ 202013:47
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი ესაუბრა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს და მიიღო ინფორმაცია, რომ TI-ის პარალელური დათვლა არ ჩაუტარებია. 

კობახიძემ დღეს 11:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ არჩევნების PVT - პარალელური დათვლა, სამართლიან არჩევნებთან ერთად TI-მაც ჩაატარა, თუმცა, ვინაიდან მისი შედეგები ცესკოს შედეგებს დაემთხვა, არ გაასაჯაროვა. 

"მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობას ხმის პარალელური დათვლა, ანუ PVT არ ჩაუტარებია". - განაცხადა კობახიძემ

მისივე თქმით, მოხარულია, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელთ არსებული მონაცემები დაემთხვა ცესკოს მონაცემებს". კობახიძეს არ დაუზუსტებია, რა მონაცემების დამთხვევაზე ლაპარაკობს 

"ორგანიზაცია აკვირდებოდა საარჩევნო პროცედურებს და ხმის დათვლის პროცესს. რამდენიმე ასეულ უბანზე წარგზავნილი ყავდა დამკვირვებლები. მოხარულები ვართ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელთ არსებული მონაცემები დაემთხვა ცესკოს მონაცემებს. ჩვენ მივესალმებით ორგანიზაციის ღიაობას და მადლობას ვუხდით მის ხელმძღვანელს მოწოდებული ინფორმაციისთვის". - თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა. 


close დახურვა